აილოპტი / EYLOPT

აღწერა

სურსათის დანამატი

აილოპტი /EYLOPT

 ინგრედიენტები:

აქტიური ნივთიერებები1 კაფსულაში
დარიჩინის ქერქის ექსტრაქტი (Cinnamomum zeylanicum)200 მგ
ვიტამინი  C (L-ასკორბინის მჟავა)60 მგ
რუტინი (Sophora Japonica L)50 მგ
ლუთეინი 20% (მსხვილყვავილიანი ზაფრანას ყვავილის მშრალი ექსტრაქტი)25 მგ
გლუტათიონი20 მგ
ვიტამინი E (DL-ალფა ტოკოფერილის აცეტატი)10 მგ α-TE
თუთია (თუთიის ციტრატის სახით)5 მგ
ზეაქსანთინი1,5 მგ
ვიტამინი A (რეტინილაცეტატი)150 მკგ RE

შემავსებლები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, კაფსულა (ჟელატინი, კალციუმის კარბონატი).

რა არის და რისთვის გამოიყენება აილოპტი:

  • ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას დიაბეტის მქონე პაციენტებში.
  • იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
  • დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე.
  • ამცირებს სისუსტეს და დაღლილობას.

Cinnamomum zeylanicum, წყლის ექსტრაქცია 10:1

აილოპტი შეიცავს Cinnamomum zeylanicum-ის წყლის ექსტრაქტს. წყლის ექსტრაქციისას არ ხდება დარიჩინის მავნე ნივთიერებების ექსტრაქცია, რაც  სრულიად უსაფრთხოს ხდის პროდუქტის გამოყენებას.

ცეილონის დარიჩინი ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციის გაუმჯობესებას, ასევე ამცირებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას და უზმოზე გლუკოზის დონეს.

ვიტამინი A (რეტინილაცეტატი)

  • ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
  • არეგულირებს ცილების სინთეზს და მონაწილეობს მეტაბოლიზმში.

ლუთეინი და ზეაქსანთინი

  • ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ მხედველობის შენარჩუნებასა და თვალების ჯანმრთელობას.
  • ფერადი პიგმენტები, რომლებიც იცავენ თვალების მაკულასა და ბადურას.
  • უზრუნველყოფს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

რუტინი, გლუტათიონი, ვიტამინები E და C

  • იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
  • რუტინი აძლიერებს სისხლძარღვების ლორწოვან გარსს.

თუთია

  • ხელს უწყობს ნორმალურ მხედველობას.
  • იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან
  • უზრუნველყოფს A ვიტამინის ნორმალურ მეტაბოლიზმს

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა: 1 კაფსულა დღეში.

გაფრთხილებები: არ მიიღოთ აილოპტი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. სურსათის დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

აილოპტი  გამოიყენება სტანდარტულ ანტიდიაბეტურ მკურნალობასთან ერთად.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, გამოყენებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25⁰C),ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ აილოპტი,  მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

წარმოებული და შეფუთულია:

შპს Fortex Nutraceuticals-ის მიერ

ბულგარეთი, 1362 სოფია, პროჰლადენ კატის ქ. #10  www.fortex.bg

შპს „ნიუ ფარმ გრუპი”-ს (საქართველო) სახელით.

ოფიციალური დისტრიბუტორი: შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

ევდოშვილის ქ.18, 0154 თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაცია
მწარმოებელი

FORTEX