როგორ ფიქრობთ, ზაფხულში, მზეზე ყოფნისას D ვიტამინის საკმარის რაოდენობას იღებთ? ან შესაძლებელია დღიური რაციონით შეივსოთ D ვიტამინის მარაგი? კითხვაზე, გვჭირდება თუ არა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება ზაფხულში, პასუხი არის – დიახ!
უპირველეს ყოვლისა, მოდით, განვიხილოთ, თუ რატომ არის D ვიტამინი მნიშვნელოვანი!
D ვიტამინი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს კალციუმის ათვისებაში, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები, თმა და კბილები, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას, რათა დაიცვას სხეული ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დონის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში.
როგორ გავიგოთ, ვიღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს?
თუ გაწუხებთ:
სახსრების და ძვლების ტკივილი, კუნთების კრამპი (კრუნჩხვა), ზრდაში შეფერხება, რაქიტი, ოსტეომალაცია, ყაბზობა, ღრძილების პრობლემები და სხვა…
საიდან და როგორ შეიძლება მივიღოთ D ვიტამინი?
D ვიტამინის წყაროებია:
- მზისადმი ექსპოზიცია (NHS გაიდლაინებით ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5-30 წუთი მზეზე, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე, საკმარისია D ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად, თუმცა ეს ზუსტი არ არის!);
- D ვიტამინის შემცველი საკვების ჩართვა დღის რაციონში, როგორიცაა ზოგიერთი სახეობის ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი, სკუმბრია და ა.შ.), ხორცი და ხორცპროდუქტები, სოიო, კვერცხი, რძის პროდუქტები და სხვა. თუმცა, D ვიტამინის რაოდენობა ჩამოთვლილ პროდუქტებში განსხვავდება და ხშირად ძალიან მცირეა;
- D ვიტამინი დანამატის სახით.
რატომ გვჭირდება D ვიტამინის მიღება ზაფხულში?
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ დიდ დროს ვატარებდეთ მზეზე, ვიღებდეთ ჯანსაღ საკვებს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება დანამატის სახით. ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი, ზოგიერთ ჩვენგანს აკლია ,,მზის ვიტამინი“.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება დანამატის სახით, მზიანი ამინდის მიუხედავად:
- მზისგან დაცვა – SPF ფაქტობრივად აჩერებს თქვენს ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებას (თუმცა, აუცილებელია კანის ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად);
- მზისადმი არასაკმარისი ექსპოზიცია – თუ გაცვიათ გრძელმკლავიანი სამოსი, დიდ დროს ატარებთ შენობაში, თქვენი სხეული არ მიიღებს მზის პირდაპირ სხივს და შესაბამისად, არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს;
- მუქი კანი – თუ თქვენ გაქვთ მუქი კანი, პიგმენტი მელანინი აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.
უნდა მივიღოთ D ვიტამინის დანამატი მთელი წლის განმავლობაში?
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა განიცდის D ვიტამინის დეფიციტს, როგორც ზამთრის თვეებში, ასევე ზაფხულში. ზემოხსენებული მრავალი ბარიერის გამო, აუცილებელია D ვიტამინის მიღება დანამატის სახით.
სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრა ლაბორატორიული კვლევით ხდება. დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
დოზირება დგინდება ინდივიდუალურად, ანალიზის მაჩვენებლიდან გამომდინარე. D ვიტამინს ითვლიან საერთაშორისო ერთეულებით, ან მიკროგრამებით. საპროფილაქტიკო და სამკურნალო დოზები განიხილება 400სე-50000სე შუალედში.
,,ნიუ ფარმა“ წარმოგიდგენთ ევროპული ხარისხის D ვიტამინს – ქოლედევიტი!
მზის ენერგიის ძალა!
D ვიტამინი ოპტიმალური დოზებით
ქოლედევიტი 2000სე (50მკგ)
ქოლედევიტი 5600სე (140მკგ)
დოზირების რეჟიმი: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. დღიურ დოზას და მიღების ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.