ალბათ ყველას გვსმენია, რომ კალციუმი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციაზე, თუმცა გარდა ამისა იგი ორგანიზმში ასრულებს მთელ რიგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს: სისხლის კოაგულაცია, უჯრედშორისი ურთიერთქმედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გატარება, ჰორმონების გამოყოფა და ა.შ.
წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს კალციუმის შესახებ:
- მიჩნეულია, რომ კალციუმის წყაროს წარმოადგენს რძის პროდუქტები, თუმცა ისპანახი, კომბოსტო, ნუში და სეზამის თესლი შიცავს გაცილებით მეტ კალციუმს, ვიდრე რძე და ხაჭო. შესანიშნავი ინფორმაცია ვეგეტარიანელებისათვის!
- ორგანიზმში არ ხდება კალციუმის გამომუშავება, შესაბამისად თუ არ მივიღეთ ეგზოგენურად საკვებით ან წამლის სახით, აღნიშნული მიკროელემენტი გამოიდევნება ძვლებიდან ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის უზრუნველსაყოფად.
- ცილებით გამდიდრებული დიეტა განაპირობებს კალციუმის გაძლიერებულ გამოყოფას ორგანიზმიდან.
- კალციუმის მიღების შემდეგ არ შეიძლება ყავის დაყოლება და დიდი რაოდენობით მისი მოხმარება, რადგანაც განაპირობებს კალციუმის გამოდევნას ორგანიზმიდან.
- კალციუმის მიღების საუკეთესო პერიოდი არის ღამე, რადგანაც ძილის დროს აქტიურდება პარათირეოიდული ჯირკვალი და მეტაბოლიზმი არის გაუმჯობესებული.
- ექსპერტები გვირჩევენ თვალყური ვადევნოთ, რომ მინიმუმ 1000მგ კალციუმი მივიღოთ დღეში, ძვლების გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად.
- კალციუმის ათვისებისთვის აუცილებელია ვიტამინი D
- D ვიტამინის საუკეთესო წყაროა: მზის სხივები, ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული და სოკოს ზოგიერთი სახეობა.
- D ვიტამინი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსის ეპიდემიის პირობებში.
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს.