#ესსაინტერესოა!
საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა ძილზე:
- 12% ადამიანებისა სიზმრებს ხედავენ შავ-თეთრ ფერებში
- ყრუ-მუნჯები იყენებენ ჟესტების ენას სიზმარში
- სრულყოფილი ძილისთვის ჟირაფს ჭირდება მხოლოდ 2 საათი, ხოლო ღამურას 19 საათი
- რეკორდული მაჩვენებელი ძილის გარეშე დაფიქსირდა 1964 წელს: კალიფირნიაში ერთ-ერთმა სტუდენტმა 11 დღე გაძლო ძილის გარეშე
- ძილის დროს სიმაღლიდან “ვარდნის” შეგრძნება და შემდგომ გამოღვიძება შესაძლოა გამოიწვიოს: კოფეინის მიღებამ ძილის წინ, ფიზიკურმა დატვირთვამ ძილის წინ
- სიმაღლიდან ვარდნის ფენომენი ხშირია ახალგაზრდებში, ხოლო ასაკოვნებში ვლინდება საკმაოდ იშვიათად
- მსოფლიოს სტატისტიკით 15%მოსახლეობისა წარმოადგენს ე.წ. “მთვარეულებს” (ძილში მოსიარულე)
- სტატისტიკურად, ოთხი დაქორწინებული წყვილიდან, ერთს ძინავს ცალ-ცალკე საწოლში
- უძილობა ბევრად სწრაფად კლავს, ვიდრე შიმშილი
- გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში 50% სიზმრებისა გვავიწყდება
- როდესაც ადამიანს ძინავს, შედარებით ნაკლებ ტკივილს გრძნობს
- სტატისტიკურად, დიდი ბრიტანეთის 40% მოსახლეობას ძინავს “ემბრიონის(ნაყოფის) პოზიციაში”
- მუცელზე ძილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს
- შიში არ არის მთავარი მიზეზი ღამის კოშმარების კვლევებმა აჩვენა რომ, კოშმარების მიზეზია: დანაშაულის გრძნობა, მწუხარება, დაბნეულობა
- 10-15 წუთი არის იდეალური “ჩაძინების პერიოდი”