რა არის მშრალი თვალის სინდრომი?

მშრალი თვალის სინდრომი ქრონიკული პროცესია, რომელიც გამოწვეულია ცრემლით თვალის ზედაპირის არასაკმარისი დატენიანებით. ცრემლის აპკში აღარ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის ცრემლი. ხდება მისი რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება ან ორივე ერთად. შესაძლოა მოხდეს ცრემლის დიდი რაოდენობით აორთქლება.

ბოლო 30 წლის განმავლობაში მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირების შემთხვევები 4-5 ჯერ გაიზარდა.

 

რამდენად დაცულია თქვენი თვალები „მშრალი თვალის სინდრომის“ განვითარებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში? 

კვლევებით დასტურდება, რომ თვალის სიმშრალის რისკი ყველაზე მაღალია ზაფხულში. ამის მიზეზია მზე, სიცხე, მშრალი კლიმატი და კონდიცირება.

ზაფხულის თვეებში მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გაზარდოს დეჰიდრატაციის ალბათობა. 2015 წლის კვლევებით, დეჰიდრატაცია ასოცირებულია მშრალი თვალის სინდრომის განვითარებასთან.

ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი ადამიანი მიმართავს გასაგრილებლად აუზებს, სადაც გამოყენებულმა ქიმიკატებმა, როგორიცაა ქლორი, შესაძლოა გააღიზინოს თვალები და გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი.

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი?

რისკ-ფაქტორები:

  • კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა
  • კონტაქტური ლინზების გამოყენება
  • ასაკობრივი ცვლილებები საცრემლე სითხის წარმოქმნასა და შემადგენლობაში
  • გარემო პირობები, როგორიცაა: მშრალი ჰაერი შენობაში, კონდიცირება, მტვერი, ქარი, ყინვა, მზე.
  • მედიკამენტები: ანტიჰიპერტენზიული, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინული საშუალებები.
  • გარკვეული სისტემური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი, A ვიტამინის დეფიციტი)
  • რქოვანას რეფრაქციული ოპერაციები ( უმეტეს შემთხვევაში ამ დროს სიმშრალე გარდამავალია)

 

რა სიმპტომები ახასიათებს მშრალი თვალის სინდრომს?

  • თვალებში წვის, სიმშრალის, უცხო სხეულის შეგრძნება
  • თვალების სიწითლე, ტკივილი, ქავილი
  • ქუთუთოების სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება
  • ფოტოფობია, ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა.

ეს სიმპტომები მიუთითებს მშრალი თვალის სინდრომის არსებობაზე, თუმცა უმჯობესია მიმართოთ ოფთალმოლოგს, ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით.

 

საინტერესო ფაქტები მშრალი თვალის სინდრომის შესახებ :

  • ცრემლი მუდმივად გამომუშავდება საცრემლე ჯირკვლების მიერ და ყოველი თვალის დახამხამებაში ცრემლი თვალში იღვრება. ადამიანი თვალს წუთში 10-15 ჯერ ახამხამებს, შესაბამისად დღეში 4000 წვეთი, მთელი ცხოვრების მანძილზე კი დაახლოებით 70 ლიტრი ცრემლი გამოიყოფა.
  • კვლევის მიხედვით ნებისმიერ ასაკორივ ჯგუფში მშრალი თვალის სინდრომი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. ეს აიხსნება ჰორმონალური დისბალანსით კლიმაქტერულ პერიოდში. ესტროგენების და პროგესტერონის ნაკლებობა ხელს უწყობს აუტოიმუნური ანთების განვითარებას თვალის ზედაპირზე.
  • ასევე, ქალბატონები იყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თვალის ზედაპირზე, აფერხებენ ცრემლის და ლიპიდების გამოყოფას, მეიბომის ჯირკვლების მილაკების დახშობის გამო.

 

რეკომენდაციები მშრალი თვალის სინდრომის დროს :

  • მნიშვნელოვანია სითხის საჭირო რაოდენობით მიღება და კვებითი რაციონი (მეცნიერთა ბოლოდროინდელი მონაცემებით ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი, 20-ჯერ ამცირებს „მშრალი თვალის სინდრომის“ განვითარებას)
  • კომპიუტერთან მუშაობის დროს დაიცავით გარკვეული დროის ინტერვალი
  • თვალები ხშირად დაახამხამეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპიუტერთან მუშობთ, კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ
  • ხშირად გაანიავეთ ბინა, სუფთა ჰაერი ბუნებრივად ატენიანებს თვალებს
  • გამოიყენეთ დამატენიანებელი წვეთები

 

როგორ ვუმკურნალოდ მშრალ თვალს ?

მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ, რომლებსაც ბუნებრივი ცრემლის ზოგიერთი თვისება აქვს.  მათი გამოყენება ადამიანს ხანგრძლივად სჭირდება.

მშრალ თვალს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სიცოცხლის ხარისხზე და ჯანმრთელობაზე. 2-3 ჯერ აქვეითებს ადამიანის საერთო აქტივობას და შრომის უნარიანობას. დიაგნოზის დასმის შემდგომ მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა.

 

კომპანია „ნიუ ფარმა“ წარმოგიდგენთ ევროპული ხარისხის ხელოვნურ ცრემლს:

დექსიდროფი

ჰიპრომელოზა/დექსტრანი 70

  • უზრუნველყოფს თვალის ინტენსიურ დატენიანებას
  • იცავს თვალს სხვადასხვა გამღიზიანებლისგან
  • აღმოფხვრავს თვალში უცხო სხეულის და წვის შეგრძნებას
  • აღადგენს ცრემლის აპკის ოპტიკურ მახასიათებლებს

 

ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები:

1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში საჭიროების მიხედვით.