- რა არის ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ყველაზე ხშირი დაავდება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის და ხარისხის დაქვეითებით, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს.
მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ყველაზე ხშირად ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის და სხივ-მაჯის ოსტეოპოროზული მოტეხილობები, თუმცა არცთუ იშვიათია სხვა ძვლების დაზიანებები. ოსტეოპოროზი თავისთავად არ გულისხმობს მოტეხილობების სპონტანურად აღმოცენებას. მოტეხილობა ძვლოვანი მასის შემცირებისა და თანდართული ტრავმის შედეგია.
- რა იწვევს ოსტეოპოროზს?
ძვლოვანი სისტემა განახლებადი ორგანოა და მუდმივად ხდება ძველი ძვლის დაშლა(რეზორბცია) და ახალი ძვლის წარმოქმნა (რემოდელირება). ოსტეოპოროზი ძვლის რემოდელირებისა და რეზორბციის ფაზებს შორის ბალანსის დარღვევის შედეგია. სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით ძვლის დაშლა ხდება უფრო ინტენსიური, ხოლო ძვლის აღდგენის პროცესი შენელებული.
ასაკის მატებასთან ერთად, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში ძვლის სიმკვრივე თანდათანობით მცირდება, თუმცა ქალბატონებში ეს პროცესი მეტად ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიოლოგიური რემოდელირების პროცესი ესტროგენების საშუალებით რეგულირდება, პოსტმენოპაუზის პერიოდის ჰორმონული ცვლილებების ფონზე ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის არქიტექტონიკა, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს.
- ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორები:
- სქესი
- ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი
- წონა, თამბაქოს მოხმარება
- ჭარბი ალკოჰოლი
- D ვიტამინის დეფიციტი
- კალციუმის არასაკმარისი მიღება
- მჯდომარე ცხოვრების წესი
- დაცემის რისკი
- როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს?
- კალციუმისა და D3 ვიტამინის ადეკვატური დიეტური მოხმარება (დღიურ რაციონში 1000მგ კალციუმის მიღება 24%- ით ამცირებს ბარძაყის მოტეხილობის რისკს).
- რეგულარული ვარჯიში, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, ხელს უწყობს ძვლის ჯანსაღი შენების შენარჩუნებას და რეკომენდებულია ყველასთვის.
- ვის ესაჭიროება დამატებით კალციუმის მიღება?
მაშინაც კი, თუ მიყვებით ჯანმრთელ ბალანსირებულ დიეტას, შესაძლოა ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის კალციუმის მიღება იყოს რთული, თუ თქვენ:
- იცავთ ვეგეტარიანულ დიეტას
- გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა და ზღუდავთ რძის პროდუქტებს
- მოიხმართ დიდი რაოდენობით ცილას და ნატრიუმს, რაც ხელს უწყობს მეტი კალციუმის გამოყოფას ორგანიზმიდან
- გაქვთ ოსტეოპოროზი
- იტარებთ ხანგრძლივად კორტიკოსტეროიდებით თერაპიას
- გაქვთ ნაწლავების და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ამცირებს კალციუმის შეწოვას, როგორიცაა ნაწლავების ანთებითი დაავადებები ან ცელიაკია
“ნიუ ფარმა” წარმოგიდგენთ ევროპული წარმოების, კალციუმის და D3 ვიტამინის უნიკალურ კომბინაციას – კალციდვიტი (Ca 1000მგ; D3 880სე)
ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას მოტეხილობებისას
უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს და დაცვას მოტეხილობებისაგან
ამცირებს ჰიპოკალცემიით განპირობებული კიდურების დაბუჟებასა და კრამპებს
ზრდის კბილების მდგრადობას დაზიანების მიმართ და აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას
აუმჯობესებს თმის და ფრჩხილის სტრუქტურას
დოზირების რეჟიმი: 1-2 საშეტი დღეში.
მიღების წესი:
საშეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა, ოთახის ტემპერატურის წყალში (150-200მლ), მიიღება მომზადებისთანავე, უმჯობესია ჭამის დროს.
გამოშვების ფორმა:
კალციდვიტი ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი N 30
მწარმოებელი: S.C. Slavia Pharm S.R.L., რუმინეთი