სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი XXI სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბა­თა რი­ცხვშია. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, მათ გავ­რცე­ლე­ბას ბევ­რი ფაქ­ტო­რი უწყობს ხელს, მათ შო­რის – გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, ტე­ნი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა და სხვა.ბუ­ნე­ბა­ში უამ­რა­ვი სოკო არ­სე­ბობს, მაგ­რამ მხო­ლოდ 300-მდე სა­ხე­ო­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის პა­თო­გე­ნუ­რი და თი­თო­ე­ულ მათ­განს მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი აქვს.ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ ფორ­მებს: ტერ­ფის მი­კოზს, კა­ნის სო­კო­ვან და­ა­ვა­დე­ბას, ვა­გი­ნა­ლურ კან­დი­დოზს, ფრჩხი­ლის სო­კოს, პი­რის ღრუს, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის სო­კო­ვან და­ა­ვა­დე­ბას და სხვა

ზაფხულის დადგომასთან ერთად ძალიან აქტუალური პრობლემაა- ტერფის მიკოზი

სოკოები თავს ყველაზე უკეთ ცხელ და ნესტიან გარემოში გრძნობენ, ამიტომ უმეტესად პლაჟებზე, საშხაპეებში, აკვაპარკებში, საუნებსა და აუზებში იდებენ ბინას. ინფიცირების ალბათობა მაღალია ფეხსაცმელების მაღაზიაშიც . თუ ფეხსაცმლის გასინჯვისას ერთჯერადი წინდა არ შემ ოგთავაზეს, ჯობს, შიშველი ფეხი არ ჩადგათ.
სოკოვანი ინფექცია სალონებშიც აქტიურობს – ტრიქოფიტიები პედიკიურისა და მანიკიურის გასაკეთებელ ხელსაწყოებზე ბუდობენ.

                                                                            ვის არ ინდობს სოკო ?

ტერფის მიკოზი ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისაც:

  • ფეხშიშველა სიარული უყვარს ან, პირიქით, მეტისმეტად მჭიდრო ფეხსაცმელს ატარებს (განსაკუთრებით – რეზინისას);
  • ტერფებზე კანი დაზიანებული (დახეთქილი, გაკაწრული) ან ძლიერ გაუხეშებული აქვს;
  • პედიკიურით ისეა გატაცებული, რომ ფრჩხილები – დაზიანებული, კუტიკულა კი მთლიანად მოჭრილი აქვს
  • ჭარბი ოფლიანობა ან, პირიქით, კანის სიმშრალე აწუხებს;
  • აქვს ბრტყელი ტერფი, სჭირს რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, დიაბეტი) ან იმუნიტეტი ძლიერ აქვს დაქვეითებული
  • თქვენ წარმოიდგინეთ, სტატისტიკის თანახმად, ტერფის მიკოზი უფრო ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ.

რა სიმპტომებით ხასიათდება ტერფის მიკოზი? 

ადამიანს თავდაპირველად თითებს შორის (განსაკუთრებით კი რატომღაც IV-სა და V-ს) ქავილი აწუხებს. 2-3 დღის შემდეგ ჩნდება ნახეთქი, საიდანაც სეროზული (გამჭვირვალე) სითხე იწყებს ჟონვას, მოგვიანებით კი ბუშტუკები, რომლებიც მალევე შრება და ქერქით იფარება.
თუ დაზიანებულ ტერფს დროულად არ მივხედეთ, პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება: კანი ბაქტერიებით დაინფიცირდება, წარმოიქმნება შეშუპება, სიწითლე, ჩირქოვანი ბუშტუკები, აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. შესაძლოა, სიცხემაც მოიმატოს.
სოკო აზიანებს ფრჩხილსაც – უცვლის ფერს, ფორმასა და სისქეს.
დაზიანება ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან იწყება. ფირფიტის სიღრმეში წარმოიქმნება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქები და ზოლები. თანდათან სოკო მთელ ფრჩხილს მოედება. ფირფიტა სქელდება, უსწორმასწორო, ხორკლიანი, ფხვიერი და მტვრევადი ხდება.

                                                         ოგორ ავიცილოთ თავიდან ტერფის მიკოზი?

                                              
       შევთანხმდეთ, რომ სოკოვანი ინფექციისგან თავის დაცვა შესაძლებელია:

  • ბანაობის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით – არეები თითებს შორის.
  • ერიდეთ სახიფათო ადგილებში ფეხშიშველა სიარულს, საზოგადოებრივი საშხაპეებით სარგებლობას.
  • ნუ ისარგებლებთ სხვისი პირსახოცით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით
  • აუზის, პლაჟის ან მსგავსი ადგილების სტუმრობის შემდეგ საკუთარი პირსახოციც კი საგულდაგულოდ გარეცხეთ და გააუთოეთ (უმჯობესია ორთქლით).
  • თუ დღის განმავლობაში ფეხსაცმელი მეტისმეტად გიტენიანდებათ, აივანზე გააშრეთ და ისე ჩაიცვით.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან ნაქსოვ წინდებსა და გეტრებს. სასურველია, ისინი თეთრი იყოს, რადგან საღებავი ისედაც დაზიანებულ კანს კიდევ უფრო აღიზიანებს.
  • თუ წინდები ან გეტრები ძლიერ გიტენიანდებათ, ხშირად (დღეში 2-ჯერ მაინც) იცვალეთ.

ატარეთ ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ვენტილირდება. ხელოვნური მასალის, განსაკუთრებით რეზინის ფეხსაცმელი კი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ.

         ტერფის მიკოზს აუცილებლად ჭირდება მკურნალობა
რა თქმა უნდა, სოკოვანი ინფექცია მომაკვდინებელი სენი არ არის, მაგრამ არც მხოლოდ თითებს შორის არსებული უმნიშვნელო დისკომფორტია. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მიკოზს ერთი უცნაურობაც ახასიათებს: სოკო და მისი ტოქსინები ალერგიულ რეაქციას იწვევს, რის გამოც კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ჩნდება. ყველაზე ხშირად აყრით ზედა და ქვედა კიდურებზე (უფრო – მტევნებზე) და სახეზე. ისიც შეიძლება სოკოვანი გამონაყარი თავისი «სიურპრიზებით» (ქავილი, აქერცვლა…) სხეულის დიდ უბნებს მოედოს. ასე რომ, თუ ტერფის მიკოზი უკვე გაქვთ:
. აუცილებლად ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა!!!
. გაითვალისწინე ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები !

რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამჟამად უამრავი ანტიმიკოზური საშუალება არსებობს: კრემები, მალამოები, საცხები, ნაყენები, ტაბლეტები… მაგალითად :ადგილობრივად ტერბექსინის კრემი და სისტემურად ტერბექსინის ტაბლეტები.

ტერბექსინთან ერთად პრობლემა უკვალოდ ქრება

  • ხასიათდება სწრაფი კლინიკური ეფექტით
  • შერჩევითად გააჩნია მაღალი აქტივობა ტერფის მიკოზის გამომწვევის მიმართ
  • უსაფრთხოების მაღალი პროფილი (სისტემურად შეიწოვება 5%ნაკლები,ამიტომ არ იწვევს სისტემურ გვერდით მოვლენებს )
  • სწრაფად შეიწოვება
  • არ ტოვებს ცხიმოვან ლაქებს ტანსაცმელზე