რა არის ალერგია?

ალერგია ეს არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ სუბსტანციაზე, რომელსაც ალერგენი ეწოდება. მის საწინააღმდეგოდ ორგანიზი გამოიმუშავებს ჰისტამინს, რომელიც ალერგიის სიმპტომებს იწვევს.

ალერგიული დაავადებები ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში. დღეისთვის მსოფლიო მოსახლეობის 30-40 % ალერგიულია სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ. თუმცა სწორი მიდგომით და მკურნალობით შესაძლებელია პროცესის მართვა.

ალერგიული რეაქციის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია გამომწვევზე, მათგან ყველაზე ხშირია :

  • ალერგიული კონიუნქტივიტი
  • რინიტი
  • ატოპიური დერმატიტი
  • ურტიკარია
  • ბრონქული ასთმა

ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთებაა. უმეტესად სეზონური ხასიათისაა (გაზაფხული, შემოდგომა) თუმცა შეიძლება მთელი წლის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს.

ალერგიული კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულზე (ალერგენზე) განვითარებული იმუნური სისტემის რეაქციის შედეგია.

ალერგენები რომლებიც იწვევენ ალერგიულ კონიუნქტივიტს:

  • ცხოველის ბეწვი
  • ოთახის მტვერი
  • კოსმეტიკა
  • ხისა და ბალახის მტვერი
  • თამბაქოს კვამლი

ალერგიული კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ასევე თვალის წვეთებმა და კონტაქტური ლინზის სითხემ.

ალერგიული კონიუნქტივიტი ვლინდება ორივე თვალზე და წარმოადგენს პასუხს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებაზე. ალერგენზე საპასუხოდ, ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულს – ინუმოგლობულინ E-ს. ეს ანტისხეული ააქტიურებს პოხიერ უჯრედებს თვალებისა და სასუნთქი გზების ლორწოვან მემბრანაში. შედეგად პოხიერი უჯრედებიდან გამონთავისუფლდება ანთებითი ნივთიერებები, მათ შორის ჰისტამინი. ჰისტამინის გამოყოფა იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, მათ შორის კონიუნქტივიტს.

სიმპტომები რომლებიც აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტის დროს:

  • თვალების სიწითლე
  • წვის შეგრძნება
  • ქავილი
  • შეშუპება
  • ცრემლდენა
  • სინათლის შიში
  • პაციენტს აწუხებს თვალებში სილის ჩაყრის შეგრძნება

რა უნდა გავაკეთოთ ალერგიული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად?

  • ალერგენებთან კონტაქტის შეზღუდვა ან საერთოდ არიდება ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ალერგიისგან თავის დასაცავად. ამიტომ ძალიან სასარგებლოა იმის ცოდნა, რა შეიძლება იყოს გამომწვევი;
  • ეცადეთ ყვავილობის პერიოდში არ გახვიდეთ სახლიდან;
  • სახლი დაალაგეთ „სველი წესით“ და არა მტვერსასრუტით, რადგან იგი ჰაერის გარკვეულ ნაწილს უკან აბრუნებს მტვერთან ერთად;
  • ნუ იქონიებთ სახლში სქელ ფარდებს, ხალიჩებს, რადგან მათში მტვერი ჯდება;
  • დაიცავით ჰიგიენის წესები.

როგორ ვუმკურნალოთ ალერგიულ კონიუნქტივიტს ?

მკურნალობა მოიცავს სისტემურ და ადგილობრივ თერაპიულ საშუალებებს:

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები;
  • კორტიკოსტეროიდები;
  • თვალის ანთების საწინააღმდეგო წვეთები.

ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობისთვის რეკომენდირებულია თვალში ჩასაწვეთებელი კორტიკოსტეროიდები – დექსამეტაზონის თვალის წვეთები.

ალერდექსი (დექსამეტაზონი 0.1%) – ანთების საწინაღმდეგო პრეპარატი თვალის დაავადებების სამკურნალოდ. სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელსაც გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური ეფექტი.

ალერდექსი სწრაფად ხსნის სიწითლეს, ქავილს და შეშუპებას.